საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადებით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ ხაბაძის გადადგომას გამოეხმაურა.
„ჩვენთვის არჩილ ხაბაძის გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა. კონსულტაციების საფუძველზე იყო სწორედ ეს გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება ბატონი არჩილის მომავალ პოზიციას, ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. ის რჩება ჩვენს გუნდში, როგორც თავადვე განაცხადა“, - აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
„რაც შეეხება ახალ კანდიდატურას, ეს არის კონკრეტული უმაღლესი თანამდებობის პირების პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, ვერ ვაკეთებთ ჯერჯერობით კომენტარს კონკრეტულ გვართან დაკავშირებით, თუმცა, მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ღირსეული ადამიანი დაიკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს“, – განაცხადა მან.