აქტუალური
„ჯონ კერის საქართველოში ვიზიტი უმნიშვნელოვანესია“ – ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტს უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს (ვიდეო იხ. აქ)

 „ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენთვის, რომელიც აუცილებლად ხელს შეუწყობს ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში, დასავლურ სივრცეში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბატონი ჯონ კერის ვიზიტს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.