აქტუალური
„კერიმ პირდაპირ უნდა იკითხოს, რა ხდება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით?! მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვიცით!“ - პოლ კრიგო

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. მე არ ვაპირებ, წინასწარ გავარჩიო ის შეხვედრები, რომლებიც ჯერ არ გამართულა. თუმცა, როგორც წინა კვირას ვთქვი, აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დიდი ინტერესით ემზადება საქართველოში მათთან სასაუბროდ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე და იმ გზებზე, რომლებითაც ამ ურთიერთობის გაუმჯობესების გაგრძელებაა შესაძლებელი“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ.

 „ბევრი თემაა რეგიონში. პირველი, ყირიმთან დაკავშირებით და ამ რეგიონის ოკუპაციაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ამერიკის კონგრესმა მკაფიოდ გამოხატა პოზიცია 2014 წლის ბოლოს უკრაინის მშვიდობის მხარდამჭერი აქტის მიღებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას როგორც ჰუმანიტარული, ასევე თავდაცვითი შეიარაღების მიღებაზე, რომ უკრაინელმა ხალხმა თავის დაცვა შეძლოს. მსგავსი საკითხია, რასაც რუსეთის ფედერაცია აკეთებს სხვადასხვა რეგიონში და საქართველოს საზღვრების ირგვლივ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ქვეყნების სუვერენულ საზღვრებს და ეს ერთნაირად ეხება საქართველოსაც და უკრაინასაც“, - აღნიშნა კონგრესმენმა პენსილვანიის შტატიდან მაიკ ფიპატრიკმა.

 „მან (ჯონ კერიმ – რედ.) ძალიან პირდაპირ უნდა იკითხოს, რა ხდება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით. ვფიქრობ, ის მიიღებს დაგეგმილ პასუხებს, თუმცა მათ უმაღლესი დონის შეხვედრაზე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვიცით“, - აღნიშნა ამერიკელმა ანალიტიკოსმა პოლ კრიგომ.