აქტუალური
„ნატოს ვარშავის სამიტამდე ორი დღით ადრე საქართველოსა და უკრაინაში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფაქტი თავისთავად მეტყველებს მის მნიშვნელობაზე!“ – ხიდაშელი

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს აფასებს და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.

 „ეს აძლიერებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას და ხაზს უსვამს იმ პარტნიორობას, რომელიც საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ. ვიზიტის ფარგლებში მოხდა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მემორანდუმის ხელმოწერა აშშ–სა და საქართველოს შორის ისევ და ისევ ვარშავის სამიტამდე ორი დღით ადრე. ჩვენ მცდელობა არ დაგვიკლია მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ეს ურთიერთობები ყოფილიყო წარმატებული, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრიც. დავით ბაქრაძის თქმით, ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის გზაზე ჯონ კერის ვიზიტი მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.