უცხოეთი
მედია: ნატოში რუსეთთან ხანგრძლივვადიანი მეტოქეობის შესახებ განაცხადეს

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ნატო რუსეთთან ხანგრძლივვადიან სტრატეგიულ მეტოქეობას ელოდება, განაცხადა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუმ ამერიკულ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტს“.

 „ძალიან სერიოზული განცდაა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს რუსეთთან ხანგრძლივვადიან სტრატეგიულ მეტოქეობასთან. ეს ძალიან სახიფათო ურთიერთობები იქნება, რომლებზეც მუშაობა დიდი სიფრთხილით მოგვიწევს, რათა წინსვლა შევძლოთ“, – განაცხადა ვერშბოუმ.

 ვარშავაში 8–9 ივლისს გაიმართება ნატოს წევრი–სახელმწიფოების სამიტი. უწინ ალიანსმა ევროპაში სამხედრო გაფართოების შესახებ განაცხადა, კერძოდ, ოთხი ბატალიონის განთავსებაზე ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებთან უწყვეტი როტაციის საფუძველზე ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთსა და პოლონეთში.

 მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ ისწრაფვის დასავლეთთან კონფრონტაციისკენ, თუმცა რუსეთის ხელისუფლება მზადაა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საპასუხო ნაბიჯები გადადგას.