საზოგადოება
"მის ბიუსტი 2016" საქართველოში (ვიდეო)

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში პირველად  გაიმართა ქალის სილამაზის საქველმოქმედო კონკურსი „მის ბიუსტი 2016“ (ვიდეო იხ. აქ), რომელიც Nino Adamashvili & Company-სა და კომპანია Art House-ს მიერ იყო ორგანიზებული.  Sputnik კონკურსის ამსახველ ფოტო და ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

თბილისში გამართული კონკურსი „მის ბიუსტი 2016“ რუსეთსა და უკრაინაში ჩატარებული მსგავსი კონკურსების ანალოგიურია. კონკურსის გამარჯვებული 18 წლის ნინო გოგავა გახდა. მას საჩუქრად ანტალიის ერთკვირიანი და  ბათუმში დასასვენებელი საგზურები გადაეცა და, ასევე, პროფესიულ ფოტოსესიაში მონაწილეობის საშუალება მიეცა.

კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა იყო არანაკლებ ოთხი ზომის ბუნებრივი მკერდი და შეზღუდული ასაკი — 18-დან 37 წლამდე. კონკურსანტებს 12-კაციანი ჟიური აფასებდა, რომელთა შორის ერთი პლასტიკური ქირურგი იყო.

 „ვიცე-მის ბიუსტი 2016“ 28 წლის ანა მარიდაშვილი გახდა, რომელსაც ოთხი ზომის მკერდი აღმოაჩნდა. ყველაზე დიდი ბიუსტის მქონედ აზერბაიჯანელი ალიშა ალ საადი დასახელდა, რომელსაც ცხრა ზომა მკერდი ჰქონდა.

გარდა ამისა, კონკურსზე სხვადასხვა ნომინაციის მფლობელები გამოვლინდნენ. ყველა კონკურსანტს დიპლომები გადაეცათ. კონკურსის ფინალურ საღამოზე სტუმრებს  მკერდის ფორმის ტორტით გაუმასპინძლდნენ. კონკურსის ფარგლებში გოგონებმა მონაწილეობა მიიღეს ფოტოსესიებში, სხვადასხვა ღონისძიებასა და შოუებში.