პოლიტიკა
ვაშაძე და ჯაფარიძე ერთიანდებიან

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. პარტია „ახალი საქართველოსა“ და ახალ პოლიტიკურ ცენტრ “გირჩს” შორის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთ ბლოკად გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.

 „ჯერ ვერაფერს დაგიდასტურებთ. ზოგადად, პროდასავლურ ძალებში არის მოლაპარაკებები, არა მხოლოდ აქ, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებთან გარკვეული საუბრები არის და დასავლურ ფლანგზე შეიძლება იყოს გარკვეული ბლოკი კოალიციის სახით, რომელიც ერთობლივად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. გვქონდა გარკვეული საუბარი, მათ შორის, გირჩთანაც”.

 საუბარია არა ვინმეს ვინმესთან გადასვლაზე, არამედ გარკვეული ბლოკის ჩამოყალიბებაზე, რაც შეიძლება მოხდეს პროდასავლურ ფლანგზე. სჭირდება ეს დღეს ქვეყანას, საერთოდ, სჭირდება ახალი პოლიტიკური ჯგუფები და ახალი პოლიტიკური კლასი და ამისთვის რაც გასაკეთებელი იქნება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.