აქტუალური
“ვარშავის სამიტზე ჩვენ წევრობას არ ველოდებით" - თინა ხიდაშელი

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი.  ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ინა ხიდაშელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ვარშავის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტ მარგველაშვილსა და საქართველოს დელეგაციის წევრებს შორის საბოლოო შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის მინისტრის თქმით, ვიზიტამდე 4 დღით ადრე კიდევ ერთხელ მოხდა დღის წესრიგის დაზუსტება.

 “მოლოდინი არის ის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ვარშავიდან, როგორც უფრო მეტად დაცული ქვეყანა. ნატოს წევრობა გვინდა სწორედ იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მეტად დაცული ქვეყანა. ვარშავის სამიტზე ჩვენ წევრობას არ ველოდებით, ამიტომ პარტნიორებისგან ვითხოვთ, რომ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ამ წუთას საქართველოს გააჩნია, იყოს მაღალ რეგისტრში წარმოდგენილი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.