აქტუალური
საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ეგიდით დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედროებმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს. ქართველმა სამხედროებმა ჰუმანიტარული ტვირთი სოფელ აჰმადხანში ჩაიტანეს. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა სახეობის ნივთები ადგილობრივი მცირეწლოვნების გარდა, უფროსებისთვისაც იყო განკუთვნილი.
V ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად ჰუმანიტარულ ოპერაციაში ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ.