საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ბაღდადში ამასწინანდელი ორი აფეთქების შედეგად არანაკლებ 165 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა. ეს შეტევა ერაყის ისტორიაში ერთ–ერთი უმსხვილესი იყო. 2003 წელს აშშ–მა და მისმა მოკავშირეებმა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ქვეყანში სამხედრო შეჭრა განახორციელეს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის მიზნით. მას შემდეგ ერაყის მნიშვნელოვანი ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს“ ბიევიკების კონტრილქვეშ არმოჩნდა, დანარჩენ ტერიტორიაზე კი არ წყდება უსასრულო ტერაქტების აფეთქებების ხმა.
დასავლეთელი პოლიტიკოსების დაპირებების მიუხედავად, ერაყში საერთაშორისო კოალიციის შეჭრის შემდეგ, აშშ–ით სათავეში, ტერორისტული მუქარა რეგიონში მხოლოდ გაიზარდა.
აშშ–ისადა მისი მოკავშირეების სამხედრო ოპერაციიდან უკვე მომდევნო წელს ტერაქტებმა ერაყის 400–ზე მეტი მცხოვრების სიცოცხლე შეიწირა. სულ ერთი წლის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვმა 1000–ს გადააჭარბა.