სამართალი
კრიმინალური ავტორიტეტების დაკავება კიევში - ორი საქართველოს მოქალაქეა (ვიდეო)

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. კიევის ოლქში პოლიციამ კრიმინალური ავტორიტეტები დააკავა. ამის შესახებ კიევის პოლიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. დაკავებული არიან ბანდიტური შეკრების მონაწილეები, მათ შორის პირები, მეტსახელად კუწუ”, „ხმელო და ანდრეი ლვოვსკი, რომლებსაც ე.წ. კანონიერი ქურდების სტატუსი აქვთ. დაკავებულთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა (ვიდეო იხ. აქ). ოპერატიული ინფორმაციით, კრიმინალები კიევსა და მთელ ოლქში გავლენის სფეროების გადასანაწილებლად შეიკრიბნენ.

შეკრების ადგილის დათვალიერებისას სამართალდამცველებმა იარაღთან ერთად დიდი რაოდენობით თანხაც აღმოაჩინეს.