საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, ელგუჯა კ., კარლო ნ. და ვახტანგ კ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
ბრალდებულებმა ინტერნეტბანკში სამი მოქალაქე დაარეგისტრირეს, შემდეგ კი მათ ინტერნეტბანკის მონაცემები, საზღვარგარეთიდან თანხის ჩარიცხვის საბაბით, მოტყუებით გამოართვეს.
ბრალდებულებმა თბილისში, ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეში, აღნიშნული მოქალაქეების ნებართვის გარეშე, მათი სახელებით, ინტერნეტბანკის საშუალებით, სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებიდან სესხი აიღეს და ერთმანეთში გადაინაწილეს. მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა 1650 ლარი შეადგინა.