სამართალი
სააკაშვილი „დიდგორის ბრძოლისთვის“ ემზადება

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ სააკაშვილმა ოდესაში ენმ-ის წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა. აღნიშნულ ჩანაწერს “თავისუფალი ზონა” ავრცელებს:

 „ჩემი წინადადებაა, რომ ჩვენი ყრილობა დიდგორის ველზე გავმართოთ. იქ ძალიან კარგი აურა არის იმიტომ, რომ ეს (არჩევნები) არის საქართველოს დიდგორი. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. მეორე მხარეს არის ძალა, რომელიც ყველა სიბინძურზე წამსვლელია, ხოლო აქეთ მხარეს არის ხალხი, რომელიც თავის ქვეყნისთვის თავის გაწირვისთვის არის მზად. ბინძური თავგანწირულზე ვერასოდეს გაიმარჯვებს.

 ჩვენ არა მხოლოდ გაგრძელებას ვაპირებთ იმისა, რაც შევქმენით, არამედ ასევე უნდა დავამტკიცოთ და დავანახოთ ყველას, რომ შევიცვალეთ უკეთესობისაკენ. შემდეგში, როცა ვინმე გეტყვით 9 წელზე, სახეში გაუცინეთ იმიტომ, რომ მე ძალიან ვამაყობ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული, სამწუხაროდ, არა 9 წლით, არამედ 8 წლით და ცოტა მეტით. ნეტავ ყოფილიყო 9, 10 და 12 წელი. ჩვენ ამ არჩევნებს ეჭვგარეშე მოვიგებთ”, – ამბობს სააკაშვილი.

 სააკაშვილის განცხადებით, ყრილობა აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ჩატარდება.