აქტუალური
„აუცილებლად იქნება ჩატაევის საქმის გამოძიება, როგორც კი სააკაშვილი აღმოჩნდება ქართული მართლმსაჯულების ხელში“ - წულუკიანი

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრმა ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

 "რაც შეეხება ჩატაევს და მის მფარველ სააკაშვილს, მე ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ჩატაევის გათავისუფლებამდე მქონდა კითხვები. რაკი მქონდა კითხვები, ამიტომ მის გათავისუფლებას მივიჩნევდი ნაადრევად. თუმცა, მთავარი პროკურორის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმ კონკრეტული იარაღის უკანონო ტარების საქმეში, რომელზეც მას ბრალი ედებოდა, ბრალი ყოფილიყო მოხსნილი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 „პრეზიდენტი, ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე ბატონი ლორთქიფანიძე მოიაზრებოდნენ, როგორც ჩატაევის ქვეყანაში შემომყვანები უკრაინიდან, იყენებდნენ მას სხვადასხვა, მათთვის საინტერესო თემებზე და როდესაც რაღაც არ მოეწონათ, ჩასვეს ციხეში და ასე ციხეში ჩასმული დაგვხვდა ჩვენ. მე რუსთავი 2”- გპირდებით, რომ აუცილებლად იქნება ეს გამოძიება, როგორც კი სააკაშვილი აღმოჩნდება ქართველი სამართალდამცავების ხელში", - აცხადებს თეა წულუკიანი.

 თურქეთში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობას თურქეთის ხელისუფლება ამ დრომდე არ ასაჯაროებს, თუმცა მედია ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ მეთაურს ახმედ ჩატაევს ასახელებს.