უცხოეთი
სი ძინპინი: რუსეთსა და ჩინეთს შეუძლიათ ისეთი ალიანსის შექმნა, რომლის წინაშეც ნატო უძლური იქნება

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა 1 ივლისს თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა რუსეთსა და ჩინეთს შორის კავშირის სტრატეგიულ აუცილებლობას, რომელიც, მისი აზრით, მომავალ მსოფლიო მოწყობას განაპირობებს.

 „მსოფლიო რადიკალური ცვლილებების ზღვარზეა. ჩვენ ვხედავთ, როგორ ნე–ნელა ინგრევა ევროკავშირი, როგორც განიცდის კრახს აშშ–ის ეკონომიკა, ეს ყველაფერი ახალი მსოფლიო მოწყობით დასრულდება. უწინდებურად აღარ იქნება ყველაფერი, 10 წლის შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგი გველის, სადაც საკვანძო იქნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის კავშირი“, – განაცხადა სი ძინპინმა.

 მისი აზრით, რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობებით, ამ ქვეყნებს შეუძლიათ ნატოს ალტერნატივის შექმნა.

 „ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ აგრესიულ ქმედებებს აშშ–ის მხრიდან, როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის მიმართ. მიმაჩნია, რომ რუსეთსა და ჩინეთს შეუძლიათ შექმნან ალიანსი, რომლის წინაშეც ნატო უძლური უძლური იქნება და ეს წერტილს დაუსვამს დასავლეთის იმპერიალისტურ მისწრაფებებს“, – აღნიშნა მან.