საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. თავისუფალი წვდომა ბაზრებზე, ფინანსური მხარდაჭერა, ვიზების გაუქმება – ძირითადია ევროკავშირთან ასოციაციის შესახებ შეთანხმებაში. კიდევ რას მიიღებენ საქართველო და მოლდოვა? DW ევროინტეგრაციის პლუსებს ჩამოთვლის.
1 ივლისს საბოლოოდ შევიდა ძალაში ევროკავშირთან საქართველოსა და მოლდოვას ასოციაციის შესახებ შეთანხმება.
ევროკავშირის ბაზრებზე თავისუფალი წვდომა
საქართველოსა და მოლდოვას მთავარი სარგებელი ეკონომიკური იქნება: ორივე ქვეყანა დაუბრკოლებლად მიიღებს წვდომას ევროკავშირის ბაზრებთან, რომელიც 500 მილიონ მომხმარებელს ითვლის.
ქართული და მოლდოვური წარმოების თითქმის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე მიწოდებისას საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდება.
საკუთარი ბაზრების დროებითი დაცვა
DCFTA–ს შეთანხმება გულისხმობს საქართველოსა და მოლდოვას ბაზრებზე ევროპული საქონლის საბაჟო გადასახადის გარეშე წვდომას.
ფინანსური მხარდაჭერა
შეთანხმებაში წერია, რომ ბრიუსელი დაეხმარება საქართველოსა და მოლდოვას მათი პროდუქციის ხარისხის ამაღლებას ევროკავშირის სტანდატებამდე. გათვალისწინებულია კონკრეტული ფინანსური მხარდაჭერა. მაგალითად, 2016 წლის მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში მეწარმეობის განვითარებისთვის 50 მლნ დოლარი გამოჰყო.
ევროკავშირთან ვიზების გაუქმების დაჩქარება
ყველა დანარჩენ სარგებელს ირიბი ხასიათი აქვს. ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებთან, როგორც წესი, გააქტიურდება მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ. ასე მოხდა საქართველოს შემთხვევაში.