სამართალი
შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ბექა . განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 ივლისს თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, შურისძიების ნიადაგზე, ნაცნობს - 1984 წელს დაბადებულ მიხეილ - ცეცხლსასროლი იარაღით თავისა და გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიხეილ . მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.