პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებით

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: დღევანდელი დღე განსაკუთრებით სიმბოლურია საქართველოსთვის, რადგან დღეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად შედის ძალაში. ეს ნაბიჯი უბრალო ფორმალობაზე გაცილებით მეტია: ესაა შედეგი და ჯილდო, რომელიც წლების მანძილზე განხორციელებულმა ამბიციურმა რეფორმებმა მოგვიტანა. აღნიშნული რეფორმები შეეხო სასამართლო და საარჩევნო სფეროებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ცხოვრების პირობები. ეს შეთანხმება ამყარებს საქართველოს ურთიერთობას თავის პარტნიორთან, რომელიც წლების მანძილზე ჩვენი მისაბაძი მაგალითი და საბოლოო დანიშნულების წერტილი იყო. რაც მნიშვნელოვანია, მიუთითებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყებას. ეს ეტაპი მოიცავს სფეროთა ისეთ ფართო სპექტრს, როგორიცაა გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, განათლება და ენერგეტიკა”.