აქტუალური
"ქართული ოცნების" გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 65% საქართველოს ევროკავშირში მომხრეა, ხოლო 70% - ნატოში გაწევრიანების

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  შიდაპარტიული კვლევა  საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში  გამოკითხულია 1 500 ადამიანი.  კვლევა ჩატარდა 18-25 ივნისის პერიოდში. 
შეკითხვაზე - უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს - ევროკავშირში გაწევრიანებას? - გამოკითხულთა 70% პასუხობს - "დიახ", 9% - "უფრო კი, ვიდრე არა", 3% - "უფრო არა, ვიდრე კი", 15% - "არა", არ იცის - 2%, უარი პასუხზე - 0%.
შეკითხვაზე - უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს - ნატოში გაწევრიანებას? - გამოკითხულთა 64% პასუხობს - "დიახ", 9% - "უფრო კი, ვიდრე არა", 4% - "უფრო არა, ვიდრე კი", 19% - "არა", არ იცის - 3%, უარი პასუხზე - 0%.