აქტუალური
გამოკითხულთა 65% დარწმუნებულია "ქართული ოცნების" გამარჯვებაში, 48% თავის არჩევანს არჩევნებამდე დარჩენილ დროში არ შეცვლის

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  შიდაპარტიული კვლევა  საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში  გამოკითხულია 1 500 ადამიანი.  კვლევა ჩატარდა 18-25 ივნისის პერიოდში. 
შეკითხვაზე - თქვენი არჩევანის მიუხედავად, როგორ ფიქრობთ, რომელი პარტია მიიღებს ყველაზე მეტ ადგილს საპარლამენტო არჩევნებში? - გამოკითხულთა 65%-მა უპასუხა - პარტია "ქართული ოცნება".
შეკითხვაზე - არჩევნებამდე დარჩენილ დროში რამდენად შესაძლებელია, რომ თქვენი არჩევანი შეიცვალოს? - გამოკითხულთა 11% პასუხი იყო "სრულიად შესაძლებელია", 19% - "შესაძლებელია", 16% - "მეტ-ნაკლებად შესაძლებელია", 34% - "შეუძლებელია", 14% - "სრულიად შეუძლებელია", არ იცის - 4%, უარი პასუხზე - 2%.