პუბლიკაციები
გიგი წერეთელი - ჩვენ რუსეთის მხარდაჭერა გვჭირდება

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთელმა იმედი გამოთქვა, რომ გახდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

მან ასევე უპასუხა რუსეთის დელეგაციის განცხადებას, რომ მხარს უჭერენ წერეთლის კანდიდატურას.

გიგი წერეთელი: ნებისმიერი დელეგაციის მხარდაჭერა არის კარგი გზავნილი. პრეზიდენტიც და ასამბლეაც უნდა შეეცადოს, რომ ეს გამოიყენოს სწორი მიმართულებით. ჩვენ რუსეთის მხარდაჭერა გვჭირდება ძალიან კონკრეტულ საკითხებში, რასაც ეუთო აყენებს. ესარის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი. თუ ეს მხარდაჭერა გამოიხატება კონკრეტულ მოქმედებაში დეოუპაციასთან, ანექსიის შეჩერებასთან დაკავშირებით, მე ძალიან გამიხარდება.

ცნობისათვის, რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

pia.ge