პოლიტიკა
კვირიკაშვილი თვლის, რომ პუტინის "დიდი ევრაზიის" პროექტი გამოწვევაა, რომელიც საქართველოსა და ევროპის კეთილდღეობასა და დემოკრატიას ემუქრება

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. "საქართველოში ჩვენ გვწამს ჩვენი ევროპული მომავლის" - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტუმრებს სამუშაო სადილზე, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს წარმატების ისტორია სერიოზული გამოწვევებითაა სავსე.

 „2013 წლის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გაყოფა გამოიწვია. ჩვენ ვშორდებით ასტანის მემორიალური დეკლარაციის ხედვას, რომელიც უსაფრთხობის გაძლიერების მიზნით გაერთიანებული ევროატლანტიკური და ევრაზიული რეგიონის მოდელს გვთავაზობს. ეს გამოწვევა საქართველოსა და ევროპის კეთილდღეობასა და დემოკრატიას ემუქრება. დემოკრატიულ სახელმწიფოს არ შეუძლია, გამუდმებით აკეთოს არჩევანი თავისუფლებასა და სუვერენიტეტს შორის - სწორედ ამ არჩევანის წინაშე აყენებს რუსეთი ქვეყნებს, რომლებსაც ის ზედმეტად ახლოდ მიიჩნევს საიმისოდ, რომ საზღვარგარეთად განიხილოს. ეკონომიკას არ შეუძლია, გამუდმებით აიტანოს ის, რომ უსაფრთხოების საკითხიქვეყანასთან დაკავშირებული რისკია“. პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთი არ გვეხმარებაერთიანი სამეზობლოსშექმნაში. ერთი რამ ნათელია - საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის დილემის წინაშე არ დგას. ნამდვილი არჩევანი შემდეგია - თავისუფლება თუ ოკუპაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამის  მიუხედავად, საქართველოს მთავრობა რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნის ერთგულია.

 „სხვადასხვა მოვლენის მიუხედავად, ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, განვაგრძოთ ძალიან მყიფე, თუმცა, ძალიან საჭირო ნდობის აღდგენის პროცესი ქართველებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და-ძმებს შორის.  საქართველოს მსგავს ქვეყნებს, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ მომავალში გასავლელი გზის ნაწილი უკვე გავლილზე გრძელია, ერთი უპირატესობა აქვთ - ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ჩვენი გამარჯვებები თავისთავადაა ნაგულისხმევი - რადგან ჩვენმა თაობამ ბევრი იბრძოლა იმ საქართველოს მისაღებად, რომელშიც დღეს ვცხოვრობთჩვენ ასეთი სახელმწიფო მემკვიდრეობით არ მიგვიღია! ეუთო ევროპის აღმოსავლეთ-დასავლეთ ნაწილებად დაყოფის საპასუხოდ შეიქმნა, ჩვენ მიერ დამოუკიდებლობის აღდგენამდე. ეუთოს მნიშვნელობა სწორედ ამ კონფლიქტების გადაჭრაში მდგომარეობს - ეს საგულისხმოა, რადგან იგი ხელს უწყობს რეგიონის სტაბილურ განვითარებას. ეუთოს ძალა მის მრავალ განზომილებაშია. კომუნიკაციები, გამჭვირვალობა, ნდობის აღდგენა კრიზისის დროს უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია. ამ ეტაპზე, როდესაც ევროპა საკუთარ მომავალზე ფიქრობს, ხოლო რუსეთი გამუდმებულ იდენტობის კრიზისს განიცდის, ჩვენ გვჭირდება კონტინენტის ერთიან მომავალზე დაფიქრება, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეუთო კონსენსუსისა და ერთიანი ხედვის არარსებობის პასუხად შეიქმნა.