უცხოეთი
სომხეთის პარლამენტმა რუსეთთან გაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. სომხეთის პარლამენტმა რუსეთ-სომხეთის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა,რომელიც კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების გაერთიანებული რეგიონალური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნას ითვალისწინებს.

შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 102 დეპუტატმა დაუჭირა, 8 წინააღმდეგი იყო.

შეთანხმების პირობის თანახმად, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გამოყენება განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზე იმყოფება ობიექტი, რომლის წინააღდეგაც უნდა იქნას გმოყენებული იარაღი.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების გაერთიანებული რეგიონალური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნას ხელი, 2015 წლის დეკემბერში, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სეირან ოგანიანმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მოაწერეს.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, არა ნაზარიანი კი აცხადებდა, რომ შეთანხმების წყალობით, სომხური მხარე მიიღებს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო იმ რესურს, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, მათ შორის გამანადგურებელ ავიაციას.

ჰაერსაწინააღმდეგო გაერთიანებული სისტემის მოქმედების კოორდინაციას რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი შეასრულებს, ხოლო, საერთო მართვას - სამხრეთ ოლქის ხელმძღვანელი.