პუბლიკაციები
დავით უსუფაშვილი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ, მოგევლინებით როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი

  როგორც კი დავამთავრებთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებას, მე თქვენ მოგევლინებით როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავ უსუფაშვილმა განუცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების განკარგულებაში იქნება. 

"სწორედ მაშინ ვისაუბროთ კვლევებზეც,  პროცენტებზეც, შანსებზეც და გამარჯვებაზეც",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების კითხვა - იქნება თუ არა  "რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში 1-5 ივლისს გაიმართება.