პუბლიკაციები
„დამოუკიდებლობის ზღაპრიდან დემოკრატიაზე ქაქანი“ - „საქინფორმი“ მწერალ გივი სომხიშვილის ახალ ნაშრომს აქვეყნებს

 გმირებად არ იბადებიან, გმირებად ცხოვრების სინამდვილე აქცევს სინდისის, ზნეობის, მოვალეობის ერთგულ, სამშობლოსთვის თავდადებულ  ერის საამაყო შვილებს.

გმირობა გაბატონებულ მედროვეთა ორგიაზე მისატანი ხილი არ არის და ნებისმიერ უზრუნელობას არ ეგუება; მას მსხვერპლის გაღბა სჭირდება, საჭიროების შემთხვევაში - თვითონ სიცოცხლისაც.

საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაფრის მკადრებლები მომხვეჭელებად, თაღლითებად, არაპატრიოტებად, ქვეყნის და ხალხის ბინძურ, სამარცხვინო საქმეთა მკადრებელ უცხოეთის ლაქია მოღალატეებად ყალიბდებიან და ისე ამთავრებენ თავიანთ ცოდვილობას, როგორი მყრალიც იყო მათი ამქვეყნიურობა.

ჩოხაში გამოპრანჭვა და ხანჯლის ჩამოკიდება სულაც არ ნიშნავს, რომ სამშობლოსთვის თავდადებულის ილუზიის ბურუსში მყოფს ლგბტ კანონის მიღებაზე ხმის მიცემა ერის და ქვეყნნის ერთგულ მამულიშვილობად ჩაგეთვლება.

ნურავის დაავიწყდება, რომ დრო სიმართლის მსახურია, ჭეშმარიტებად გასაღებულ სიცრუესაც მიაკითხავს განკითხვის სუსხი. ხელისუფლებაში ყოფნაც დროებითია და საკუთარი ქვეყნის ინტერესების ვაჭრობით შეძენილმა ქონმა წყენა იცის.

ცოტნე დადიანმა თავი გაწირა სამშობლოს ერთგული მამულიშვილების გვერდით წამებით სიკვდილისათვის. ასეთ საქციელს კი ერის ღირსეული მამულიშვილების თვისებები სჭირდება. სულაც არ იცოდა, რომ მათ უდანაშაულობაში დაჯერებული მონღოლები ყველას გაანთავისუფლებდნენ და თვითონ ქართველი ერის საამაყო გმირად შერჩებოდა ხსოვნას.

როცა ადამიანი იმას აკეთებს, რასაც სამშობლოს და ერის სიყვარული კარნახობს, საკუთარი თავის გადარჩენის, ან კეთილდღეობის მიზნით ქვეყნის და ერის საზიანოდ ვერავითარი ძალა ვერ შეძლებს აიძულოს ღალატით დასვაროს თავისი არსებობა.

ყორღანაშვილის მსგავსი პარაზიტები ყველაზე მძიმე პერიოდში მრავლდებოდნენ და მწარედ იკბინებოდნენ. როგორც წარსულში ხდებოდა, ახლაც ერის ინტერესების გამყიდველები მუმლივით დასევიან ქვეყანას. სწორედ ამგვარ ყოფაში ნათლად ჩნდება სინდისის ერთგულთა თვისებები, თამამად რომ ებრძვიან ყოველგვარ მუხთლობას.

ქართველი ხალხი სიხარულით შეხვდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გაბრძოლებას. ბედნიერი მომავლის შეპირებაც იმხელაზე მომხიბვლელი ჩანდა, რომ ,,ქართული ოცნების“ კოალიციაში ჩათესილ სარეველათა მიერ ქვეყნის სასიკეთო ნაყოფის გამოსხმის შესძლებლობის რეალურად გადაქცევა იწამა ხალხმა.

ბობოქრობდა ნაციონალების მიერ დაკბენილთა სიძულვილი ამ კაცთმოძულე რეჟიმის მიმართ, ვანდალიზმი, ძალადობა, უდანაშაულოთა საზარელ მკვლელობა, ბინძური წამება; თავხედობის, სიცრუის და განუკითხაობის პარპაშის ფონზე ქვეყნის აშკარა დაშლა-დაქუცმაცების მცდელობა; წაგებული სამხედრო ავანტიურის გამარჯვებად ქადილი. ამ საშინელი პარაზიტის მიერ თავდატეხილ უბედურებათა ტკივილი ქვეყანას დიდხანს შეახსენებს თავს.

განუზომელი იყო არჩევნებში გამარჯვების საერთო სახალხო სიხარული, ქართველთა ოცნების ახდენის ღვთაების სუნთქვა სულ ახლოდან იგრძნობოდა. თუმცა პრეზიდენტად ისევ იჯდა ხალხის უბედურებად მოვლენილი არსება და მთელი შესაძლებლობით წამლავდა ერის მაცოცხლებელ წყაროს; მორჩა უზურპირებული ვადა პრეზიდენტობისა და გაიპარა.

ვნებათაღელვა კი ქვეყნის დამაქცევართა სათანადოდ დასჯას ითხოვდა. გამოჩნდა პროკურორი კბილაშვილი თემიდას ხელში ჯალათის ნაჯახის მაგიერ სამართლიანობის ორმხრივად ბასრი მახვილის ასაღებად. იწვალა, ივაგლახა, პროკურორების და მოძალადეთა სხვა ძალოვანების იმ რეჟიმის მსხვერპლად გამოცხადებით წავიდა იქ, საიდანაც მოვიდა. ბობოქარი ვნებათაღელვა კი კოჰაბიტაციის ჩიხში შეტყუებული გაიჭედა.

ერის და ბერის საამაყოდ არჩეულმა პარლამენტმა ისეთი არნახული შეხმატკბილებით მიიღო ელგებეტ-თა კანონი, რომ ერთი არ აღმოჩნდა, სპეტაკი ეროვნულობის სასიკეთოდ რომ ამოეკნავლა.

დღეს საქართველოში მედროვეთა პარპაში და ქვეყნის დაუსჯელ დამნაშავეთა ყარყაშია. ხალხი კი დიმიტრი თავდადებულის, ცოტნე დადიანის, მღვდელი თევდორეს მსგავს შიშზე და სიკვდილზე გამარჯვებულ უკვდავთა მოლოდინშია.

ვიღაცის და რაღაცის გამო ერის და სამშობლოს ინტერესების უბედურებაზე გადამცვლელები ყორღანიშვილის მსგავსთა დასასრულამდე მივლენ, თუ მანამდე არ შემოაღამდათ. სადაც უნდა იჯდეს და როგორ უსაფრთხოებაშიც არ იყოს ჩანაჭუჭებული უცხოეთის გოშია მედროვე იმ მოღალატის განკითხვის დღესთან მივა, როგორსაც მისი მუხთლობის აღზევება იმსახურებს.

თუ ვინმეს თავისი საჯდომის სისუსტე ევროპისკენ ექაჩება, გაყვნენ ამ ამჩატებულ ორგანოს, ოღონდ ქართველებს შეეშვან, რათა ოხრად არ დაურჩეთ ევროპელობის ხუშტური.

ევროამერიკული ინტეგრაციის აღვირახსნილი ყაყანი უცხოეთის მიერ მოქრთამულ აღვირახსნილ პირთა, იმდენად გამაოგნებელი შეიძლება არ ყოფილიყო, თუ არა ხალხისთვის ამ ფსიქოზის გადაბრალება. რაც უფრო შორდებიან ერის ინტერესებს, მით უფრო აქტიურად მიმდინარეობს ამ ღამურების მიერ უთავმოყვარეო ლაქუცის ხალხზე გადაბრალება. ძალზე მომგებიანი ჰგონიათ ევროამერიკელთა მოთხოვნების შესრულებისათვის ყოველგვარი უზნეობის კადრება. პოსტის მფლობელის მოვალეობა ერის და ქვეყნის ინტერესების დაცვაა და არა გათავხედებულ უცხოელთაგან დამამცირებელი რეკომენდაციების პირმოთნედ შესრულება.

როგორ შეიძლება სიხარულის განცდა არ მოგგვაროს თამაზ მეჭიაურის მიერ იმის აღარებამ, რასაც ქართველი ხალხი ქვეყნის ხსნად ელოდება; თუნდაც გოგი თოფაძის გულახდილმა მხილებამ, რომ თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დანაშაულებრივად გამოიყენა. ეს ხომ მთელმა საქართველომ ნახა და კანონიერების აღდგენის მოლოდინში თვალთმაქცობა-ძალადობის შემობრუნება მწარედ განიცადა. მინისტრი რომ ხარ, ხალხს უნდა ემსახუო და არა იმ პარტიას, რომელმაც მთელ ერს შეაძულა თავი.

თამაზ მეჭიაურის და გოგი თოფაძის მიერ სიმართლის აღიარებით განაწყენებულ სამშობლოს ინტერესების უცხოეთის ლაქიობაზე გადამცვლელთა ღრენა-ყეფა და საკბენად კბილების დაღრჭენამ ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყნის სასიკეთოდ გაბრძოლებას ვაჟკაცური შემართება სჭირდება.

აბრეშუმის ნაჭერზე იატაკის ტილოს მიკერებით მოხდენილი, ან თუნდაც მევენახის წამლობისთვის საჭირო პერანგის შეკერვის მცდელობა აუხდენელი სარისკო საქმეა, ამიტომაც შეკოწიწებული ,,ოცნების“ კოალიცია პაჭიკოს გარმონივით დაიშალა და „ქართყლი ოცნების“  ამ დაკიდებული აგურების ჩამოცილებით დინების საწინააღმდეგოდ ცურვის საამაყო პერსპექტივები მიეცა, თუ მომაკვდავი თევზივით დინებას არ მიენდო.

ფაშიზმი რომ არ აეკრძალათ და მისი კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩამდენი თავკაცები არ გაესამართლებინათ, ის წამებულის ნიღაბში შეძვრებოდა და ენერგიულად ეცდებოდა ობივატელის ახლიდან გაბითურებას.

,,ნაცინალურ მოძრაობას“ საზარელი დანაშაული აქვს ჩადენილი, აშკარად იმსახურებს აკრძალვას და გასამართლებას, თუნდაც იმიტომ, რომ ამას თავისი მფარველების ინტერესების დასაპურებლად აკეთებდა, რაც ქართველ ხალხს საბოლოოდ გადაგვარება-მოსპობამდე მიიყვნდა. ახლა დედა ატირებული კი არა, კოჰაბიტირებული ნაციონალების შემოტევებისგან ,,ქართული ოცნება“ მხოლოდ თავდაცვის რეჟიმშია.

ამ ჭირის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაში ბიძინა ივანიშვილის დიდი ღვაწლის მიუხედავად, დამსახურებად არ ჩაეთვლება კოალიციაში ქვეყნის სარეველა პარტიების შეყრა, რომელთა ხმა ძალიან წააგავს ნაციონალთა ჭოტის კივილს.

ვის აქვს უფლება, ქართველი ხალხის სახელით საამაყო ეროვნული ტრადიციები და თავმოყვარეობა ევროპელების მოთხოვნების სამარცხვინო ლაქუცს ანაცვალოს?!

იქნება მაშინ ვიყავით ევროპელები ინკვიზიციის ძალადობის გახსენებით კაცობრიობას დღესაც რომ ეკალს აყრის, ან ინდულგენციებით თაღლითობისას მის ნაკვალევს საუკუნეთა სიმრავლეც რომ ვერ წაშლის.

ევროპას კიდევ შეეყარა უარესი და საზარელი დაავადება ინცესტის, ერთსქესიანთა ქორწინების ზნეობრივი სიბილწის და სქესობრივი გარყვნილების. დღეს ამ სიბინძურეს დემოკრატიის ზეიმად ასაღებენ, ხვალ კი კაცობრიობას ინკვიზიციის და ინდულიგენციებით თაღლითობაზე უარეს შემაზრზენ გახსენებად ექცევა. ჩვენთან ხომ ევროინტეგრაციის ფსიქოზით შეპყრობილთა ღრიანცელია, რაც უზნეოდ და უსირცხვილოდ ქართველი ერის სურვილად საღდება.

მეოთხედი საუკუნეა, რუსეთის ლანძღვის ფონზე, მიმდინარეობს, ყველა ჯურის ხელისუფალთა ჭირვეული ბავშვის ახირებით ნატო-ში და ევროკავშირში შესვლის მოთხოვნა და ამგვარი ბავშვის მსგავსად, მათი ფუჭი დაპირებებით გამოკვება. ამ ფსიქოზის წყალობით უკან მიგორავს ქართველთა ბედის ბორბალი; შედეგად ქვეყანა სამ ნაწილადაა დაყოფილი, უგნურობის ასე გაგრძელებას კი საბოლოო დაშლა-მოსპობის საფრთხე ახლავს.

ევროამერიკელებისთვის რა პრობლემა იყო პატარა საქართველოს ფეხზე წამოყენება და ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნის კალაპოტში ჩაყენება. იმათ სჭირდებათ დაკნინებული და გამათხოვრებული, გოშიას ერთგულებით მათი ხუშტურების შემსრულებელი საცოდაობა.

ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაცია და თავისი ქვეყნიდან გადახვეწა კი არა, განადგურებული სახალხო მეურნეობის აღდგენა და გამთლიანებულ სამშობლოში ბედნიერი ცხოვრება ენატრება.

განა მთელ მსოფლიოში სასაცილონი არ ვართ ავღანეთში ამერიკის შემდეგ სამხედროთა რაოდენობით? ჩიორა პოლიტიკოსების ქადაგებით თურმე ტერორისტებისგან თუ რაღაც უბედურებისგან ვიცავთ კაცობრიობას. რომელ ტერორისტებთან ბრძოლაზე ლაპარაკი, როცა ამერიკის ავღანეთში შეჭრის შემდეგ 40-ჯერ გაიზარდა ნარკოტიკების წარმოება. ერაყში შეჭრის შემდეგ კი ტერორისტული სახელმწიფო შეიქმნა. როცა ამერიკანატოს ნატარზე ნარის ეკალივით ხარობს ტერორი და ხალხის უბედურება.

ამგვარ მსოფლიო პრობლემების მოგვარებაში ჩართულთ საკუთარი თავისთვის ვეღარ მოგვივლია. ცხინვალის მიერ გატაცებული ქართველების გამო საჩივლელად ევროპაში გავრბივართ. ოპოზიციური პარტიები და ასო-ები ბრაზისგან საკუთარი ტყავიდან ძვრებიან, ხელისუფლება პრინციპულად არ აყენებსო საკითხს. რა ქნას, სადაც საკითხის მოგვარება შეიძლება, იქ არავინ უშვებს, ისე კი გინდა თავით მარილი ნაყოს, რა გამოვა? იმ ევროატლანტიკას რუსეთთან კონფლიქტის ზვარაკად რომ ვჭირდებით ამას რა მარჩიელობა უნდა.

ხალხმა ძალიან კარგად იცის ქვეყნის აღორძინების გზა საით მიდის და ამდენი უბედურებისგან თავის დასაღწევად აირჩევს კიდეც სწორ მიმართულებას. ცრუ დამოუკიდებლობის იმედად დარჩენილებს ევროპელებთან სირბილით სურთ რუსეთის დაშინება? ამგვარი მეთოდით ბაკულას ღორების შეშინებაც კი ვერ მოხერხდა, მაგრამ ჯიუტად აგრძელებენ ციყვის ბორბალში სირბილს.

ან ხალხს უნდა ემსახურო და ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანის შეუპოვრობა იტვირთო, ან კუჭის მონა მედროვის სამარცხვინო ამქვეყნიურობით უცხოეთის ლაქიობას შეეგუო. ორივეს ერთად ვერ შეძლებ, რადგან ორ სკამზე ჯდომას ორი საჯდომი სჭირდება, ამას კი ორსაჯდომა ჰქვია, ეს სიტყვა კახურად უფრო ძარღვიანად ითქმება და ფრიად სამარცხვინოა.

სოფელ ხურჩაში აფხაზების თურქმა მებაჟემ ქართველი ვაჟკაცი საზღვრის აქეთ მოკლა. აზვირთდა, აბობოქრდა ევროინტეგრაციის მქადაგებელთა სალაყბო, კვლავ მოედავნენ ხელისუფლებას, რომ პრინციპულად არ აყენებს საკითხს. განსაკუთრებული შემართებით გვამცნეს, რომ განრისხებულმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა უშიშროების საბჭოს მოწვევა. შენ გენაცვალე! ახლა კი ნამდვილად შეაბამენ კატას ეჟვანს. პრეზიდენტს კი პრემიერის დასწრება უხარია; ადრინდელი ხომ ამ ცრუ ქაქანს არაფრად აგდებდა.

გინდა უშიშროების საბჭოში აბობოქრებულხარ და გინდა სოფლის სალაყბოზე, შედეგი ერთი და იგივე იქნება, ჭიქაში დაყენებული ქარბუქი. ნაციონალების მიერ ქვეყნისთვის მიყენებული ღია ჭრილობიდან კი წვეთავს სისხლი და მისი მორჩენის მაგიერ ევროატლანტიკური მწვიტინობით უფრო ართულებენ მკურნალობას.

პაატა ზაქარეიშვილს რომ დანიშნავ ამ საქმის მინისტრად, როგორ დგიჯერო, რომ საქართველოს ერთიანობის ღდგენა გინდა?!

თურმე ისეთი კარგი ცხოვრება გვექნება, რომ აფხაზები და ოსები ჩვენთან თვითონ მოვლენ. გაუსაძლისი არსებობის გამო საქართველოდან გადახვეწის მცდელობის პირობებში, ისეთი თამამი სატყუარა ხომ არ არის, ყეყეჩი და ცალტვინა ხრუშჩოვ-გორბაჩოვმა კომუნიზმის მშენებლობის ილუზიას სოციალიზმი რომ გადააყოლეს.

რამდენი კეთილშობილი, ქვეყნის ერთგული მამულიშვილი გვყავს აფხაზებთან და ოსებთან მეგობრული საუბარი რომ შეუძლიათ, ურთიერთ შეხმატკბილებული ცხოვრების აღდგენის სიყვარულით ნაკვებ ნიჭს სასიკეთოდ რომ გამოიყენებენ, მაგრამ ამ ცრუ დამოუკიდებლობაში ისინი არ სჭირდებათ.

მედუზა გორგონას მოკვეთილი თავიდან ასპიტებივით მრავლად შემორჩნენ არსებანი ენერგიულად რომ ექაჩებიან უბედურებისკენ ქართველთა ბედის ბორბალის სასიკეთოდ აბრუნებს.

კოალიციის სარეველა პარტიები, პრეზიდენტად შემოსაღებული მდიდარი სექსის კავალერი, სახალხო დამცველზე ხომ საუბარიც არ ღირს, კოღოსავით მომრავლებული ასო-ები, საკონსტიტუციო სასამართლო, პარლამენტის ნაციონალი დეპუტატები, ,,რუსთავი-2“, დასავლეთის იმედად დარჩენილი უხალხო ოპოზიციური პარტიები, დიდი გაწამაწიით რომ ცდილობენ ევროინტეგრაციის ლაქუცს აყოლილთა შორის საპრიზო ადგილის მოპოვებას; ევროპის სახალხო პარტია ხომ ნაციონალების გულდამწვარი ჭირისუფალია.

ამ გოშიას ერთგულებით აღრენილ კონგლომერატს გამაოგნებელი მიკერძოებით მართავს მსოფლიო თანამეგობრობად მოლანდებული ევროატლანტიკური რვაფეხა. მაგარიბიჭი ხარ და მარტო შეეჭიდე ამ აზვირთებულ თვალთმაქცობას.

თუ ქვეყნის სასიკეთო გზაზე სიარული მტკიცედ გადაწყვიტე, ერთადერთი და საიმედო მოკავშირე ხალხია. ვინც მისი ინტერესების დაცვისთვის თავდაუზოგავად იბრძოლებს, ხალხის სიყვარულით და ნდობით აღჭურვილს, ვერავითარი მუხთალი ძალა ვერ დაამარცხებს.

 

2016 წლის 20 ივნისი