სამართალი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთში, ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.

 „სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან.

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 - სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე (+995) 577 98 40 20 - 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში“, – ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.

 შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს 22 საათსა და 15 წუთზე ათათურქის სახელობის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც წინ სროლის ხმა უძღოდა.