სამართალი
საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით გასვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 18.05.2011 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ტატიანა პ. დააკავეს.
ტატიანა პ-ს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.
ამ დროისთვის ტატიანა პ-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.