პოლიტიკა
ევრორემონტი დაიწყო - “საქინფორმის” პროგნოზი 5 დღეში ახდა

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. 2016 წლის 24 ივნისს, დიდი ბრიტანეთის ბრექსიტის მეორე დღეს, რომელიც ევროკავშირისთვის ბისკვიტი სულაც არ აღმოჩნდა, “საქინფორმის” მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალში” და “საქინფორმის” საიტზე მოულოდნელი პროგნოზი გააკეთა:

 „დაშლილი ევროკავშირის ქვეყნები დიდ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდებიან, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მათ ბრექსიტამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე შესთავაზა”.

 და აი, 5 დღის შემდეგ - 30 ივნისს, კომპეტენტური ევროწყაროს ცნობით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება “დიდი ევრაზიის” პროექტში, ანუ დიდ ევრაზიულ კავშირში მათი შესაძლო წევრობის საკითხზე პირველი კონსულტაციის ჩატარების შესახებ.

 საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა, რომლის ინიციატორი გახლავთ გფრ-ს კანცლერი ანგელა მერკელი, სავარაუდოდ, შვეიცარიის ერთ-ერთ ალპურ კურორტზე გაიმართება და აშშ-სთვის უსიამოვნო მოულოდნელობად იქცევა. მასში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ნიდერლანდების ლიდერები.

 წინასწარ ცნობილია, რომ ევროპელი ლიდერები შეთანხმდებიან, მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ პრეზიდენტ პოროშენკოზე, რათა უკრაინამ რაც შეიძლება მალე სრული მოცულობით შეასრულოს მინსკის შეთანხმებები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გააუქმონ და მასთან “დიდი ევრაზიის” პროექტით გათვალისწინებული ფართო ეკონომიკური ინტეგრაციის განხილვას შეუდგნენ.

 ამ პროცესის მიმდინარეობისას ევროპული ქვეყნების მიერ თანდათანობით დაიწყება ყირიმის  აღიარება.

 და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ახალი ამბავი - პროექტთან შეერთების სურვილი გამოთქვა თურქეთმა, რომელიც დიდ ევრაზიულ კავშირში შესვლის შემთხვევაში გაცილებით მეტ დივიდენდებს მიიღებს, ვიდრე დაშლის პირას მყოფ ევროკავშირში გაწევრიანებისგან, სადაც ის, ამასთან ერთად,  არც მიიღეს...

 მოლაპარაკების სტადიაშია აგრეთვე პროექტში ისრაელის მონაწილეობის საკითხი.