საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. 2016 წლის 13 ივნისს „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა მკითხველის შეკითხვას - - რომელი პარტია გაიმარჯვებს საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე? - შემდეგნაირად უპასუხა:
“8 ოქტომბერს პარტია, რომელიც 2011 წელს საზოგადოებრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - ხმების დაახლოებით 50%-ს მიიღებს”.
და აი, გუშინ, 2016 წლის 30 ივნისს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ შიდაპარტიული კვლევების შედეგები გააჟღერა და შეაფასა:
„გადავწყვიტეთ, გამოგვექვეყნებინა ჩვენი შიდა კვლევის შედეგები. ჩვენ სრულად ვენდობით იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენთვის ატარებს ამ კვლევას. ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი პროცენტული მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად აღებულს. სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ შევძლებთ ოქტომბრის არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას, ანუ, 50%-ზე მეტის მიღებას“.