საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილს მეტად აღარ უყვარს უკრაინა და არ ოცნებობს აქ ცხოვრებასა და მუშაობაზე. ძილმა ოდესის ტრასაზე განთავსებულ კარავში, სადაც გუბერნატორი ერთდროულად აშენებს ოდესა–რენის გზას და თხილის ბიზნესს ებრძვის, საბოლოოდ ბოლო მოუღო საქართველოს ექსპრეზიდენტს.
სააკაშვილს გული მოუვიდა ტაჯიკ ნაიემზე, რომელმაც იმის ნაცვლად, რომ მასთან ერთად ებრძოლოს კორუფციას, „დემალიანსის“ ბაზაზე ოლიგარქებისთვის პარტიის შექმნა დაიწყო. შედეგად, სააკაშვილის მასშტაბური პროექტი „წმენდისათვის!“ საჰაერო ბუშტივით ჩაიჩუტა.
მიშას ჭინთვების არ სჯერა სახელმწიფო დეპარტამენტსაც კი, სამაგიეროდ, ავაკოვი იმუქრება ხელისუფლებაშ მოსვლით და მაშინ სააკაშვილს თავისი „ბე–ბე–ბე“ არ უშველის: სომეხი მოექცევა ქართველს ისევე, როგორც პატრიოტ საშკა ბელის, რომელიც „შსს–ს არწივებმა“ როვნოში, გზისპირა კაფეში ჩაცხრილეს.
ასეთი სწრაფი ცვლილებებით გაოგნებულმა „ვარდების რევოლუციის“ ლიდერმა მკვეთრად გააკრიტიკა პოლიტიკური რეჟიმი უკრაინაში და განაცხადა, რომ სიტუაცია ნეზალეჟნიში რუსეთზე უარესია. უფრო მეტიც, მიხომ, როგორც ჩანს, ერდოღანის გამოცდილებას მიბაძა და პუტინის წინაშე თავის მართლება დაიწყო: სააკაშვილმა შეაქო პუტინის რეჟიმი, რომლის დროსაც გადაწყვეტილებები ცენტრალიზებულია და სრულდება კიდეც.
„უკრაინაში კატასტროფული სიტუაციია. კერძოდ, პატივს არ სცემენ საკუთრების უფლებას, არ მუშაობს მიწის ბაზარი, რეალური რეფორმები კი იმიტაციებითა და პოპულიზმით ნაცვლდება. ამავდროულად, სამთავრბო მექანიზმები დაზიანებულია დ ამაღალი რანგის ჩინოვნიკსაც კი (მათ შორის, თავად სააკაშვილსაც) არ შეუძლია რაიმე კარგის გაკეთება, თუნდაც ამის დიდი სურვილი ჰქონდეს“, – ცდილობს თავისი რეფორმატორული ჩაფლავების გამართლებას საქართველოს ექსპრეზიდენტი.
ოდესის გუბერნატორს აშკარად განზრახული აქვს უკრაინიდან გაქცევა, მაგრამ უბედურება ისაა, რომ სამშობლოში მიხოს ნარები და სავჩენკოს კანონის არარსებობა ემუქრება. როგორც კი ოდესის ოლქის ხელმძღვანელი საქართველოში დაბრუნდება, მას დააპატიმრებენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
ასე რომ, მიხოს გეგმები, იბრძოლოს საქართველოში პრეზიდენტის პოსტისთვის შემოდგომაზე, თვალდათვალ მარცხს განიცდის. სამშობლოში მას ისე ერიდებიან, როგორც ევროპა ერიდება უკრაინას, რომელიც უვიზო რეჟიმს ითხოვს.
საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სამი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია. ჯერჯერობით ქართველი პროკურორების ინფორმაციას უკრაინაში „ვერ ამჩნევენ“, ისევე, როგორც მაიდანის მარცხს, მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ სააკაშვილი როსტოვისკენ ისწრაფვის.
sobytiyavmire.com