რელიგია
2011 წლის ძირითადი კალენდრული მაჩვენებლები

eklesia-kalendariქვეყნის დასაბამიდან (5604+2011) - 7615 წ.

XV მოქცევის 71-ე ინდიქტიონი.

ქრონიკონი - 167

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან (326 წ.) - 1685

საქართველოს ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებიდან (468 წ.) - 1543 წ.

წელიწადი მცხრალია და შეიცავს 365 დღეს.

საეკლესიო დღესასწაულები

ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი - 11 (24) აპრილი*

ათორმეტთაგან მოძრავი დღესასწაულები

1. ბზობა - იესუ ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში - 4 (17) აპრილი

2. ამაღლება იესუ ქრისტესი - 20 მაისი (2 ივნისი)

3. სულთმოფენობა - სულიწმიდის გარდამოსვლა - 30 მაისი (12 ივნისი).

ათორმეტთაგან უძრავი დღესასწაულები

4. განცხადება - იესუ ქრისტეს ნათლისღება - 6 (19) იანვარი

5. მირქმა - იესუ ქრისტეს მიგებება - 2 (15) თებერვალი

6. ხარება - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარება - 25 მარტი (7 აპრილი)

7. ფერისცვალება - იესუ ქრისტეს ფერისცვალება - 6 (19) აგვისტო

8. მარიამობა - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინება - 15 (28) აგვისტო

9. ღმრთისმშობლობა - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობა - 8 (21) სექტემბერი

 10. ჯვართამაღლება - მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფე¬ლისა ჯვრისა - 14 (27) სექტემბერი

11. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება - 21 ნოემბერი (4 დეკემბერი)

12. ქრისტეშობა - ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი - 25 დეკემბერი (7 იანვარი).

დიდი საეკლესიო დღესასწაულები

1. ხორცითა წინადაცვეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, ხსენება წმ. ბასილი დიდისა - 1 (14) იანვარი

2. წმ. დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთ განმანათ¬ლებელისა - 14 (27) იანვარი და 19 მაისი (1 ივნისი)

3. წმ. ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველ¬წოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლისა - 29 აპრილი (12 მაისი) და 30 ნოემბერი (13 დეკემბერი)

4. იოანე ნათლისმცემლის შობა - 24 ივნისი (7 ივლისი)

5. თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი - 29 ივნისი (12 ივლისი)

6. სვეტიცხოვლობა (12 მოციქულის ხსენება) 30 ივნისი (13 ივლისი)

 7. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა - 29 აგვისტო (11 სექტემბერი)

8. მცხეთობა - სვეტიცხოვლობა (დღესასწაული საუფლოისა კვართისა და მირონმდინარისა სუეტისა) - 1 (14) ოქტომბერი

გარდამავალი საეკლესიო დღესასწაულები

1. ღირ. შიო მღვიმელისა - ყველიერის ხუთშაბათი - 18 თებერვალი (3 მარტი)

2. დიდმოწ. თეოდორე ტირონისა - დიდი მარხვის I შაბათი - 27 თებერვალი (12 მარტი).

 3. მართლმადიდებლობის ზეიმი - დიდი მარხვის I კვირიაკე - 28 თებერვალი (13 მარტი).

4. ღირ. გრიგოლ პალამასი - დიდი მარხვის II კვირიაკე - 7 (20) მარტი

5. ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე - დიდი მარხვის III კვირიაკე - 14 (27 მარტი)

6. ღირ. იოანე სინელისა - დიდი მარხვის IV კვირიაკე - 21 მარტი (3 აპრილი)

7. ღირ. მარიამ მეგვიპტელისა - დიდი მარხვის V კვირიაკე - 28 მარტი (10 აპრილი)

8. მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება - ბზობის წინა შაბათი - 3 (16) აპრილი

9. მენელსაცხებლე დედათა და კეთილმორწმუნე მეფე თამარისა - აღდგომიდან III კვირიაკე - 25 აპრილი (8 მაისი)

10. მართალი ტაბითასი - აღდგომიდან IV კვირიაკე - 2 (15) მაისი

11. ღირ. დოდო გარეჯელისა - ამაღლების შემდეგი ოთხშაბათი - 26 მაისი (8 ივნისი)

12. ღირ. დავით გარეჯელისა - ამაღლების შემდეგი ხუთშაბათი - 27 მაისი (9 ივნისი)

13. მცხეთის ჯვრის დღესასწაული - სულთმოფენობის შემდეგი ოთხშაბათი - 2 (15) ივნისი

14. ყოველთა წმიდათა - სულთმოფენობის შემდეგი კვირიაკე - 6 (19) ივნისი

კათოლიკე მარხვები

1. დიდი მარხვა - 22 თებერვლიდან - (7 მარტიდან) - 10 (23) აპრილის ჩათვლით.

2. მოციქულთა (პეტრე-პავლობის) მარხვა - 7 (20) ივნისიდან - 28 ივნისის (11 ივლისის) ჩათვლით (22 დღე).

3. მიძინების (მარიამობის) მარხვა - 1 (14) აგვისტოდან - 14 (27) აგვისტოს ჩათვლით.

4. ქრისტეს შობის მარხვა - 15 (28) ნოემბრიდან - 24 დეკემბრის (2012 წლის 6 იანვრის) ჩათვლით.

 ერთდღიანი მარხვები

1. ყოველი შვიდეულის ოთხშაბათ-პარასკევი (გარდა ხსნილისა)

2. ნათლისღების წინა დღე - 5 (18) იანვარი

3. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე - 29 აგვ. (11 სექ.)

4. ჯვრის ამაღლების დღე - 14 (27) სექტემბერი

 ხსნილი მსგეფსები

1. შობიდან ნათლისღებამდე - 25 დეკემბრიდან (7 იანვრიდან) - 4 (17) იანვრის ჩათვლით.

2. მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული - 1 (14) თებერვლიდან - 6 (19) თებერვლის ჩათვლით

3. ყველიერის შვიდეული - 14 (27) თებერვლიდან - 20 თებერვლის (5 მარტის) ჩათვლით (ხორცის გარეშე).

4. ბრწყინვალე შვიდეული - 11 (24) აპრილიდან - 17 (30) აპრილის ჩათვლით.

5. სულთმოფენობის შვიდეული - 30 მაისიდან (24 ივნისიდან) - 5 (18) ივნისის ჩათვლით.

მიცვალებულთა მოსახსენებელი დღეები

1. ხორციელის შაბათი - 13 (26) თებერვალი.

2. დიდი მარხვის მე-2 შაბათი - 6 (19) მარტი.

3. დიდი მარხვის მე-3 შაბათი - 13 (26) მარტი.

4. დიდი მარხვის მე-4 შაბათი - 20 მარტი (2 აპრილი).

5. თომას კვირიაკის სამშაბათი - 20 აპრილი (3 მაისი).

6. სულთმოფენობის წინა, სულის შაბათი - 29 მაისი (11 ივნ.).

7. დიმიტრის შაბათი - 23 ოქტომბერი (5 ნოემბერი).

საეკლესიო სამახსოვრო დღეები

25 მარტი - საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917 წ.)

25 დეკემბერი - უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინტრონიზაციის დღე (1977 წ.).

2 აგვისტო - უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ანგელოზის დღე.

4 იანვარი - უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადების დღე (1933 წ.).

სამოქალაქო უქმეები:

1-2 იანვარი - ახალი წელი;

7 იანვარი - შობა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი;

19 იანვარი - ნათლისღება უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო

ქრისტესი;

3 მარტი - დედის დღე;

8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე;

9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე,

საქართველოს თავისულფლებისა და ერთიანობისათვის დაღუპულთა მოხსენიების დღე;

ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული და მისი წინა პარასკევი;

აღდგომის მომდევნო ორშაბათი - მიცვალებულთა მოხსენიების დღე;

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

12 მაისი - წმიდა მოციქულის-ანდრია პირველწოდებულის ხსენების

დღე;

26 მაისი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის

აღდგენის დღე;

28 აგვისტო - მარიამობა, მიძინება ყოვლადწმ. ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, სიონობა;

14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა, მცხეთობა;

23 ნოემბერი - გიორგობა;