საზოგადოება
"გადავახურდავოთ ვალუტა მაშინ, როცა ის გვჭირდება”

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ კიდევ ერთხელ აცხადებს ეკონომიკის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.

 ”მე ავხსენი, რომ Brexit-მა გავლენა მოახდინა დოლარის გამყარებასა და ევროს გაუფასურებაზე, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ყოველ ჯერზე, ლარის ყოველდღიურ ცვლილებაზე კომენტარის გაკეთება არ არის სწორი, რადგან ეს არის თავისუფალი და ღია ბაზარი, ბაზარზე არის მოთხოვნა-მიწოდება და მასზე ნამდვილად მოქმედებს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, კომპანიებს, რომ არ ვითამაშოთ ვალუტის კურსის მოლოდინებზე, გადავახურდავოთ ვალუტა მაშინ, როცა ის გვჭირდება”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.