საზოგადოება
კახა კალაძე თურქ ხალხს უსამძიმრებს

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი.  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის, ვიცე-პრემიერისა და ცენტრალური საარჩევნო შტაბის უფროსის კახა კალაძის სამძიმარი თურქ ხალხს:

 „სტამბოლში საშინელება მოხდა, ეს ტერაქტი ამ გამოუცხადებელი ომის სისხლიან ქრონიკაში ჩაიწერება, როგორც კიდევ ერთი ტკივილი, აღშფოთება და უდიდესი ადამიანური ტრაგედია... ვუსამძიმრებ ყველას. დღეს ჩვენ თითოეული დაღუპულის ოჯახი უნდა გავამხნევოთ, დღეს ჩვენ თითოეული დაჭრილის გვერდით უნდა დავდგეთ. ჩვენ - მთელმა კაცობრიობამ არა მარტო უნდა დავგმოთ ტერორიზმი და ვიგლოვოთ მსხვერპლი, არამედ ხისტად და დანდობის გარეშე უნდა ამოვძირკვოთ ეს ბოროტება ჩვენი რეალობიდან! თანადგომა და თანაგრძნობა თურქ ხალხს და მთავრობას, სამძიმარი და ნუგეში მსხვერპლის ახლობლებს... მე მწამს, რომ ეს ომი სიკეთის გამარჯვებით, გონიერი კაცობრიობის გამარჯვებით დასრულდება!“.