სამართალი
საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერების უკანონო მოსმენების სასამართლო საქმეზე 4 წლიანი განხილვის შემდეგ განაჩენი გამოტანილია. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს. ხიზანიშვილი ციხეში წელიწადსა და 4 თვეს გაატარებს. კუდის ყოფილ დირექტორს, ლევან ქარდავას წელიწადნახევრის, კუდის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ვაჟა ლელუაშვილს კი 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ყოფილ მაღალჩინოსნებს მსჯავრი სამ ეპიზოდში, კომპიუტერული ვირუსის უკანონოდ შექმნაში, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომლის ბესარიონ სურმავას შანტაჟსა და მე-9 არხის ტექნიკის დაზიანებაში დაედოთ.