საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„არის აბსოლუტურად გაყალბებული მონაცემები, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება თვითონ ორგანიზაცია GFK-ს, მისი სანდოობის საკითხიც დგას, ბუნებრივია, ეჭქვეშ. გამომდინარე პირველ რიგში იქიდან, რომ 2012 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ არაპირდაპირი დაკვეთით ჩაატარა იგივე ორგანიზაციამ კვლევა, და მაშინაც დაგვიდეს გაყალბებული შედეგები. 20%-ზე მაღალი ცდომილებით წარმოგვიდგინეს ჩვენ ეგზიტპოლების შედეგები 2012 წლის არჩევნებში, ანუ უკვე არსებობს პრაქტიკა იმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ GFK-სთან ერთად აყალბებდა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს“, - აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.