პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იმუშაონ პოლონეთში

polska2011 წლიდან საქართველოს, ბელორუსის, მოლდოვის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებს პოლონეთში მუშაობა დამატებით ნებართვის გარეშეც შეუძლიათ.

პოლონეთის შრომის მინისტრმა იოლანტა ფედაკის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები პოლონეთში მუშაობას მხოლოდ დამსაქმებლის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით შეძლებენ.

პოლონელმა დამსაქმებელმა უნდა დაწეროს მოთხოვნა შრომის სამმართველოში და იქ დაარეგისტრიროს განაცხადი უცხო ქვეყნის მოქალაქის სამუშაოზე მიღების შესახებ.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია პოლონეთში შექმნილი დემოგრაფიული სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან ქვეყანაში გასულ ემიგრანტთა რაოდენობა შესამჩნევად ჭარბობს შემოსულ იმიგრანტთა რიცხვს.