საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ იწყებს ბლიც-ინტერვიუების სერიას წარმატებულ ლიდერ ქალებთან, რომლებსაც მხოლოდ ერთ შეკითხვას დავუსვამთ: „როგორი უნდა იყოს ქალი პოლიტიკაში?“.
დღეს ამ შეკითხვაზე გვიპასუხებს ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის “ძლიერი ქალი - ძლიერი საქართველო” დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პარტიის “თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერი ლალი მოროშკინა.
ლალი მოროშკინა: ქალი პოლიტიკაში, როგორც ყველგან და ყოველთვის, პირველ რიგში, ქალური უნდა იყოს! პოლიტიკაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ თავგადაპარსულმა უნდა იარო, ანდა მეორე უკიდურესობაში გადავარდე და რაც კი ბრწყინავს, ყველაფერი ზედ აისხა!
ქალურობა, უპირველეს ყოვლისა, დედური ინსტინქტია - ჩვენი შვილები ომისგან უნდა დავიცვათ, მით უმეტეს - სხვის ომში მონაწილეობისგან...
გვიყვარდეს სამშობლო, წინაპრები, პატივი ვცეთ ტრადიციებს და გვარის უხუცესებს, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით და არავის დავაჩაგვრინოთ!
ქალი კავკასიაში განსაკუთრებული ფენომენია. ქვეყანაში, სადაც თამარ მეფე ხელმწიფობდა, უხერხულია, ფსევდოლიბერალებმა მორალი გვიკითხონ! საქართველოს ქალები მახვილითა და ღვინის ფიალით მუდამ იქნებიან არა უბრალოდ სუსტი სქესი, არამედ ქართლის დედის განსახიერება!”.
- მადლობას გიხდით გულწრფელი პასუხისთვის და ურყევი ცხოვრებისეული პოზიციისთვის. წარმატებებს გისურვებთ, ლალი, თქვენს მრავალმხრივ საქმიანობაში!