საზოგადოება
"რუსეთი მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის არის მზად" - კარასინი 8 ოქტომბრის არჩევნებზე

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი იმედს გამოთქვამს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები "სენსაციური შედეგით არ დასრულდება". კარასინმა ეს განცხადება "მოამბესთან" ინტერვიუში გააკეთა. პრაღაში გუშინ აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა შედგა.

 "8 ოქტომბერი ძალიან საინტერესო დღეა ჩვენთვის. იმედი გვაქვს, რომ 8 ოქტომბერი ისეთი სენსაციური შედეგით არ დასრულდება, როგორც ბრიტანეთის რეფერენდუმი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთისთვის სიურპრიზები არ არსებობს. რუსეთი მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის არის მზად", - განაცხადა "მოამბესთან" საუბარში კარასინმა.