საზოგადოება
ზუგდიდში ჯერჯერობით საქონლის სასაკლაო არ არსებობს, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება მისი გახსნა, რაც გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის საქონლის დაკვლა, ჩაბარება და გაყიდვის საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს. ეს პროცესი საქონლის ხორცსაც გააძვირებს ბაზარში.
ამჟამად მოსახლეობისგან საქონლის ხორცს 1კგ. ხუთ ლარად იბარებენ, ბაზარში კი 8-9 ლარად იყიდება, ამიტომაც ზუგდიდის რაიონის მოსახლეობისათვის უფრო ხელმისაწვდომია საქონლის გადაყვანა ენგურს გაღმა, გალის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც უპრობლემოდ, ყოველგვარი საბუთების გარეშე იბარებენ საქონლის, სასაკლაოც აქვთ მოწყობილი, და ხორცს ზუგდიდთან შედარებით უფრო მაღალ ფასად – 1კგ-ს 6 ლარად იბარებენ.