სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ნახევარი ევრაზიის დესტაბილიზაცია მოახდინოს

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. გამოცემა EUobserver-ისათვის მიცემულ ინტერვიუში მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ომმა უკრაინაში დაგვანახვა რუსეთის მზადყოფნა, გაააქტიუროს მეზობელ ქვეყნებში არსებული ყველა გაყინული კონფლიქტი, რათა  რეგიონში გავლენა შეინარჩუნოს. "რუსეთი მზად არის, თუ დასჭირდება, ნახევარი ევრაზიის დესტაბილიზაცია მოახდინოს", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

 პოლიტიკოსის თქმით, არ არის საჭირო იმის წინასწარმეტყველება, სად წარმოიშვება ახალი პრობლემა. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა რეგიონში ადრეული შეტყობინების ეფექტიანი სისტემის არსებობა. ამასთან, ის დაეთანახმა, რომ ნატო ამჟამად ახლებურად იაზრებს თავის მიზნებს და თავისი პოლიტიკის გადახედვას ცდილობს. "რუსეთი აქ გამოდის, როგორც ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ნატოს ტრანსფორმაციაზე", - მიაჩნია პოლიტიკოსს.

 მარგველაშვილის განცხადებით, მას არ მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს ნატოში შესვლის წინააღმდეგია იმიტომ, რომ ამ რესპუბლიკაში იოსებ სტალინი დაიბადა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: - ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ "კომუნისტური პარტიის მანიფესტის" ავტორი კარლ მარქსი ნატოს წევრ ქვეყანაში დაიბადა