სამართალი
საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ამალი-დევდორაკის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირი დაესწრო.
პრემიერ–მინისტრმა სხდომის მონაწილეებისგან მოისმინა ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ, გაეცნო სტიქიის ადგილიდან მიღებულ ვიზუალურ მასალას და სპეციალისტების მიერ მომზადებულ დასკვნებს. შეხვედრის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრს გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების გეგმა წარუდგინეს. გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის მონაწილეებს სტიქიით გამოწვეული შედეგების მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში აღმოფხვრა დაავალა.