აქტუალური
საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მაიკ მაკფოლი თვლის, რომ ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი, რომელშიც ხმათა უმრავლესობა ევროკავშირიდან გასვლას ერგო, “ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის ” შედეგია. ამის შესახებ აშშ-ის დიპლომატიური მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა საკუთარ თვითერზე განაცხადა.
“ყველაფერი არა, მაგრამ დღევანდელი მოვლენა – პუტინის საგარეო პოლიტიკის დიდი გამარჯვებაა. დაუფასეთ”, - წერს მაკფოლი.