უცხოეთი
საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ე.წ. “ბრექსითს” ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
მოსახლეობის აქტივობამ 71,8 პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფერენდუმში 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ეს დიდ ბრიტანეთში 1992 წლიდან არჩევნებზე აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.
რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე, ბრიტანული ფუნტის კურსი დოლართან მიმართებაში 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა.