საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. სიცრუე და მოკლეფეხება ტყუილი - ასე აფასებს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით “საქართველოს რკინიგზის” მიერ შეძენილი ორსართულიანი მატარებლები გვირაბში არ ეტევა.
„რატომ უნდა ვიყიდოთ ისეთი მატარებელი, რომელიც გაბარიტში არ ზის და გვირაბებში ვერ ეტევა და ან რატომ უნდა აწარმოოს ესეთი მატარებელი შტადლერმა. საქართველოს რკინიგზაში, დავუშვათ, გაგიჟდნენ და ასეთ მატარებელს ყიდულობენ. შტადლერშიც ისეთი არაკომპეტენტური ხალხია, რომელმაც შეიძლება ასეთი მატარებელი აწარმოოს, რომელიც გვირაბში არ გაეტევა? ეს არის სიცრუე და მოკლეფეხება ტყუილი. მივმართავ ვაშაძეს - ბოდიში მოიხადოს პირადად ამ ტყუილისთვის, რომელიც მისი პარტიის კომკავშირმა გაავრცელა", - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.