სამართალი
საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გაიოზ ნ. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 117 აბი სუბუტექსი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 46,1577 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, გაიოზ ნ-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.