პოლიტიკა
საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, დამატებით 38 ათასი ადამიანი ისარგებლებს იმ სოციალური შეღავათებით, რასაც ითვალისწინებს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“.
„დღემდე ამ დასახლებების არდაფარვა იყო გამოწვეული იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა ზუსტი ნუსხა და სისტემატიზებული მონაცემები. ჩვენ ეს სისტემა დავხვეწეთ და აქედან გამომდინარე შემოვდივართ წინადადებით, რომ 99 ახალი დასახლება, ანუ 38 ათასი ადამიანი დაემატოს ნუსხას“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.