უბედური შემთხვევა მოხდა მუხიანში. ახალი წლის ღამეს ბრმა ტყვიამ 8 წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. გიორგი ჭყოიძე აივანზე იდგა, როცა მეზობელი აივნიდან გასროლილი ტყვია მოხვდა.
ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ცნობილი გახდა, რომ დამნაშავე უკვე დაიჭირეს. საქმეს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სამმართველო იძიებს.