უცხოეთი
საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. დოლარის საშუალო კურსი 2018 წლისთვის 57.2 რუბლამდე დაეცემა. შესაბამის ინფორმაციას შეიცავს „რუსეთში ეკონომიკური სიტუაციის ოპერატიული მონიტორინგი“.
ოპტიმისტური სცენარის განვითარების თანახმად, 2016–20178 წლებში Urals–ის ნავთობის ფასი 45–დან 60 დოლარამდე გაძვირდება. ამერიკული ვალუტა ბოლოს სამი წლის განმავლობაში 66,3, 60,1 და 57,2 რუბლი ეღირება.
ამასთან, ოპტიმისტურ სცენარში წერია, რომ 2016 წელს ქვეყნის ეკონომიკა 0.5%–ით დაეცემა, 2017 წელს კი თითქმის 1 %–ით მოიმატებს, ხოლო 2018 წელს 1,9%–ით გაიზრდება.