საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს კარიერული განვითარების ფორუმის მონაწილე ახალგაზრდებს. ფორუმში 13 უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული 200-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.
„ახალგაზრდების ჩართულობა რეფორმებისა და ცვლილებების პროცესში არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყნის მომავლის შექმნას მხოლოდ და მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები შეძლებენ. მინდა, გისურვოთ წარმატებები, მინდა შსს-ს ვუსურვო ბევრი წარმატება, რადგან თქვენს წარმატებაზე არის დამოკიდებული თითოეული ადამიანის უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში, რაც არის უზენაესი მიზანი ჩვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის გარეშე, ეს მიზანი ვერ მიიღწევა.