სახალხო დამცველის აპარატი ,,მებრძოლ უღმერთოთა’’ კავშირად ჩამოყალიბდა
სახალხო დამცველის აპარატი რომელიც სხვის უფლებების დაცვით უნდა იყოს დაკავებული დღეს თავად იქცა საკუთარი თანამშრომლების უფლებების დამრღვევ სტრუქტურად. საქმე იქამდეც კი მივიდა რომ თანამშრომლების მიმართ ადგილი აქვს სიტყვიერი შეურაწყოფის და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობის უმარავ ფაქტს. ეს განცხადება ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე პროცესებს მიეძღვნა.
"დღეისათვის სახალხო დამცველის აპარატს ხელმძვანელობს არა უჩა ნანუაშვილი, არამედ მისი მოადგილე და ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ ყოფილი წევრი ნათია კაციტაძე, რომლის მეშვეობით ხდება ადამიანების განთავისუფლება განსხავებული შეხედულებების, აღმსარებლობის და მართლმადიდებლური რწმენის გამო. ადგილი აქვს ნეპოტიზმის გამოვლინების უამრავ ფაქტს. სახალხო დამცველის ოფისი ჩამოყალიბდა ,,რესპუბლიკური პარტიის’’ კომკავშირის საიას ქვეუწყებად. თითქმის ყველა თანამდებობაზე სწორედ საიელები და მასთან დაკავშირებული პირები ინიშნებიან. საიას ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად პარლამენტარი თამარ ხიდაშელი გახლდათ სახალხო დამცველი ერთ-ერთი ხელმძვანელი 2013 -2015 წლებში. ნათია კაციტაძის რეკომენდაცით და პატრონაჟით სხვადასხვა თანამდებობებს იკავებენ ასევე ყოფილი საიელები თათული თოდუა, ეკა ხუციშვილი, ეკა ფოფხაძე, ნიკო თათულაშვილი და სხვადსხვა რეგიონული სამსახურის ხელმძვანელები. იმავდრულად ხდება მარავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლების განთავისუფლება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ახლახანს გაანთავისუფლეს ცენტრალური და რეგიონალური ოფისის ხელმძვანელები ბაგრატ ქირია, ნინო აზნაურაშვილი, სედა მელქუმიანი, ლეილა მამედოვა და სხვები. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს პაატა ბელთაძესაც.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილება მიენიჭა სახალხო დამცველს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სახელმწიფო ინსტიტუციას. უჩა ნანუაშვილი კი თავად აღმოჩნდა დისკრიმინაციულ სკანდალში. მას საკუთარი თანამშრომლები გიორგი ქაჯაია და ილია ჭანტურაია დისკრიმინაციის ბრალდებით სასამართლოში უჩივიან.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი კი ისე შორს წავიდა, რომ თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაწყოფებს აყენებს და ასევე რამდენჯერმე მცდელობა ჰქონდა ფიზიკურადაც გასწორებოდა მათ.
105 ათას ლარად ღირებული „მერსედესის“ მარკის ავტომობილიც სწორედ ნათია კაციტაძისათვის იქნა შეძენილი ვინაიდან სწორედ ის სარგებლობს Mercedes-Benz GLA-ს ავტომობილით.
სახალხო დამცველის აპარატში შექმნილი არაჯანსაღი მდგომარეობის ,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაინტერსდეს სახალხო დამცველის პარატში მიმდინარე პროცესებითა და მის თამამშრომლებზე განხორციელებული ზეწოლის უამრავი ფაქტით. ბოლო წლებში აღნიშნული ორგანიზაცია არა ადამიანის უფლებების დაცვის არამედ ,,მებრძოლ უღმერთოთა’’ კავშირად ჩამოყალიბდა და სწორედ აღნიშნული ნეგატიური პროცესების აღმოსაფხვრელად საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა . ’’.- განაცხადა ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ.